English / ქართული / русский /
გელა ლობჯანიძე
მინერალური რესურსების გლობალური ბიზნესის ტენდენციები და პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია მინერალურ რესურსების რაციონალური და ოპტიმალური ათვისების გლობალური ტენდენციები და მისი ცალკეული სახეების ბიზნესში ეფექტიანი გამოყენების აქტუალური ასპექტები, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ბუნებრივი რესურსების მ. შ. მინერალური რესურსების 2021 წლის ღირებულების მიხედვით. ასევე გაანალიზებულია მსოფლიოს 40 უმსხვილესი სამთომომპოვებელი კომპანიის შემოსავლის ანგარიშგების 2019-2021 მაჩვენებლები, წამყვანი სამთო კომპანიების 2021 წლის რეიტინგი შემოსავლების მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო სამთო კომპანიების 2002 – 2020 წლების წმინდა მოგების მარჟა, ზოგიერთი სამთო პროდუქციის ფასების 2025 წლამდე პროგნოზი, ასევე, მინერალურ ნედლეულზე მოთხოვნა ეკონომიკის დინამიკის, კრიტიკული გამოწვევების ოპტიმალური გადაჭრისა და ეფექტიანი განვითარების ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით. შემოთავაზებულია გლობალური კრიზისების პერიოდსა და პირობებში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით მინერალების და ლითონების პასუხისმგებლობით წარმოება, მათი უსაფრთხოდ გამოყენება ეთიკური ბიზნესპრაქტიკის და სხვა მნიშვნელოვანი მდგრადი გლობალური ტენდენციები.

საკვანძო სიტყვები: მინერალური რესურსები, მინერალური ნედლეული, სამთო მრეწველობა, გლობალური ტენდენციები, ეკონომიკა, ბიზნესი.

შესავალი

მინერალური რესურსები არაგანახლებადი და გეოლოგიური კვლევის შედეგად დედამიწის წიაღში აღმოჩენილი სამრეწველო გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი მინერალებისა და ლითონების მთლიანობაა, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და თავდაცვით უსაფრთხოებას. მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას თან ახლავს საწვავის, ენერგიისა და სხვა სახის მინერალური ნედლეულის მოხმარების მუდმივი ზრდა. წიაღისეულიდან მოპოვებული მინერალური ნედლეული და მათი დამუშავების პროდუქტები უზრუნველყოფს ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს, მძიმე მრეწველობის პროდუქტების 90 %-ს და ყველა სამომხმარებლო საქონლის დაახლოებით მეხუთედს. ჩვენი პლანეტის მინერალური საწვავის მთლიანი გეოლოგიური (პროგნოზირებული) მარაგი აღემატება 12,5 ტრლნ ტონას, საიდანაც 60 %-ზე მეტი არის ქვანახშირი, დაახლოებით 12 % − ნავთობი და 15 % − ბუნებრივი გაზი, ხოლო დანარჩენი − ფიქალი, ტორფი და სხვა საწვავი. ამასთან, მსოფლიოს მოსახლეობა ყოველწლიურად მოიხმარს დაახლოებით 32 მლრდ ტონა მინერალურ რესურსს, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 123 მლრდ $-ს შეადგენს  [1, Егорова, 2019:8].

მინერალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მინერალებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან გლობალური მოსახლეობა ფართოვდება და მინერალები გამოიყენება უფრო ფართო სპექტრში, განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამთო მრეწველობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების განვითარებაში, მას თან ახლავს მთელი რიგი გამოწვევები და საფრთხეები, რომელთაგან აღსანიშნავია − ენერგეტიკული ხარჯების ზრდა, სოციალური და გეოპოლიტიკური რისკები, რესურსებისა და ინფრასტრუქტურის დეფიციტი, სოციალური კონფლიქტები, შრომის უფლებების დარღვევა, გარემოს განადგურება და სხვ., რომლებიც, თავის მხრივ, აძლიერებს განსაკუთრებულ ზეწოლას სამთო მრეწველობაზე, რათა გაკონტროლდეს სამუშაოთა ღირებულება, გააუმჯობესდეს პროცესების ეფექტურობა და უსაფრთხოება. 

* * *

მინერალური რესურსები ქმნის ადამიანთა არსებობის მნიშვნელოვან საფუძველს და განსაზღვრავს მსოფლიო ცივილიზაციის მომავალს მრავალი მიმართულებით. პლანეტის მოსახლეობის ზრდისა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად  ფართოვდება გეოგრაფია და მინერალური ნედლეულის პოტენციალის ჩართულობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოში წარმოებული და გამოყენებულია  უფრო მეტი მინერალური ნედლეული, ვიდრე მთელი კაცობრიობის ისტორიაში.

მინერალური რესურსების ღირებულება ხშირად განისაზღვრება მათი გამოყენების მნიშვნელობით თანამედროვე ეკონომიკებისთვის. მოხმარებაზე ორიენტირებულ, გლობალიზებულ სამყაროში მრეწველობამ უნდა დააბალანსოს მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება და ბიზნესის ზრდის გარანტია, რათა არ მოხდეს ჩვენი პლანეტის მინერალური რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაცია და, შესაბამისად, ამოწურვა. მართალია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა, თუმცა ამ რესურსების სოციალურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მდგრადი მართვა ხშირად შემდგომი უსაფრთხო განვითარების საფუძველია, სადაც ყველა ეს საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალურად იწვევს ეროვნული მთავრობების და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ჯგუფების მიერ მეტი ყურადღების დათმობას [3].

მინერალები და ლითონები ასრულებენ ცენტრალურ როლს გლობალურ ეკონომიკაში ნედლეულის მიწოდებით, რომელიც საჭიროა სამრეწველო პროცესებისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის. მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევისა ეკონომიკის რესურსების გამოყენებისგან გამოყოფის მიზნით, მინერალური რესურსების მოპოვება შესამჩნევად გაიზარდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია სტაბილურად გაიზრდება მომავალშიც, რადგან მისწრაფება და ძალისხმევა  მზარდი გლობალური მოსახლეობის (2030 წლისთვის 8,5 მლრდ, 2050 წლისთვის 9,8 მლრდ და საუკუნის ბოლოს 11,2 მლრდ) მინერალური რესურსებით საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კვლავ აქტუალურია [4].

მსოფლიო მასშტაბით სუფთა ენერგიასა და ელექტროსატრანსპორტო საშუალებებზე გადასვლები ასევე აჩქარებს ზემოაღნიშნულ ტენდენციას, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროები მოითხოვს ლითონების უფრო მეტ რაოდენობას, ვიდრე ენერგიის წარმოებას წიაღისეული საწვავიდან.

მინერალურ-სანედლეულო ბაზის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია მისი უნარი, უზრუნველყოს მსოფლიო, რეგიონული თუ ეროვნული ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირება, სადაც ამ პარამეტრის ცვლილებების პროგნოზი უახლოეს მომავალში შესაძლებელს ხდის შეფასდეს  ნედლეულის მიწოდება მომავალი წლებისთვის.

ზოგადად, სამთო მრეწველობის ნედლეულის მიწოდება შედგება ორი კომპონენტისგან, სადაც პირველია, არსებული სამთო საწარმოების ფუნქციონირების პირობები (ან მათ მიერ მოქმედი საბადოების რესურსების ამოწურვის პირობები) და მეორე, ახალი საბადოების ექსპლუატაციაში გაშვების ტემპი, რამაც შეიძლება კომპენსირება მოახდინოს წარმოების შემცირებისას მოწყვლად ობიექტებში. ახალი საწარმოების ზემოქმედება შესაძლებელია შეფასდეს პროგნოზირებული წარმოების მონაცემების საფუძველზე, საბადოებისა და რესურსების ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით. ხოლო, მინერალური ნედლეულის წარმოების პროგნოზირებული დონის თანაფარდობა მსოფლიოში მისი მოხმარების მოსალოდნელ დონესთან გვიჩვენებს მსოფლიო ეკონომიკიდან ამ მინერალებზე მოთხოვნის სავარაუდო დაკმაყოფილების ხარისხს. ამავდროულად, მისი ნარჩენი რესურსების ოდენობის შეფასება მთელ მსოფლიოში ან ცალკეულ რეგიონებში გათვალისწინებული უნდა იყოს ძებნა-ძიებითი სამუშაოების დაგეგმვისას [4].

მართალია, კორონავირუსის პანდემიამ მძიმედ დაარტყა მსოფლიო სამთო ინდუსტრიას, მაღაროების პერიოდული დახურვით და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა მთელმა რიგმა გარემოებებმა ასევე დაადასტურა, თუ რამდენად გამძლეა ბევრი სამთო კომპანია ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე. ამასთან, მსოფლიოში წარმოების ზრდას თან ახლავს ნედლეულის  მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოცდილი შრომისა და კაპიტალის რესურსები გახდა ეროვნული სიმდიდრის უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი, ვიდრე მინერალური რესურსები.

აღსანიშნავია, რომ სამთო ინდუსტრიის მიზანმიმართულ პერსპექტივაში მომდევნო ათწლეულის რამდენიმე ყველაზე საინტერესო და გარდამტეხი წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომსწრე იქნება. მთელი რიგი ფაქტორების დაახლოებამ ხაზი გაუსვა ამ  ცვლილებების აუცილებლობას, მ. შ., რა თქმა უნდა, არის COVID-19 პანდემიის მუდმივი გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზე, დიგიტალიზაციაზე და მზარდი საჭიროება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ვალდებულებების ინტეგრაციის ცენტრალურ ბიზნესფუნქციებთან, თუმცა ტრანსფორმაციის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და შესაძლებლობა მდგომარეობს მწვანე ენერგიაზე გადასვლაში. სამთო ინდუსტრიის ზემოაღნიშნული გლობალური ტენდენციები უზრუნველყოფს კომპანიებს, რათა დაეხმაროს მათ არა მხოლოდ მიიღონ მოგება მომავლისგან, არამედ დატოვონ დადებითი სოციალური გავლენა მათ მემკვიდრეობად [5].

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივ მ. შ. მინერალურ რესურსებზე დაფუძნებული მთელი რიგი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების აქტიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამავდროულად, ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის მძიმე დამოკიდებულება აღნიშნულ რესურსებზე კვლავ პრობლემურია, რაც იწვევს შეშფოთებას ეკონომიკურ განვითარებაზე მომპოვებელი მრეწველობის გავლენის თვალსაზრისით (იხ. ნახ. 1). 

 

ნახ. 1.  სამთო მომპოვებელი ინდუსტრიის/სამთო სექტორზე დამოკიდებულების ინდექსი

ქვეყნების მიხედვით, % [6]        

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში რკინის მადანი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმო-ებული მინერალური საქონელი, რომლის წარმოების მოცულობამ გლობალურად დაახ­ლოებით 2,4 და 2,7 მლრდ მეტრული ტონა შეადგინა და  მთავარი მწარმოებლები იყვნენ ავსტრალია და ბრაზილია. ასევე საგულისხმოა ბოლო ათწლეულის განმავლობაში სპილენძის გლობალური წარმოების სტაბილური ზრდა, რომელმაც 2010 წლის 16 მლნ ტონიდან 2020-2021 წლებში შეადგინა დაახლოებით 20 და 21 მლნ მეტრული ტონა, ხოლო მოცულობის მასშტაბით პლატინის გლობალურმა წარმოებამ იმავე წლებში დაახლოებით 170 და 180 მეტრულ ტონას მიაღწია, რადგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს ამ საქონელს ფართო მასშტაბით. ამასთან, წარმოების მოცულობებში ეს მკვეთრი განსხვავებები შეიძლება აიხსნას ხელმისაწვდომი რაოდენობისა და თითოეული მინერალური საქონლის საბოლოო გამოყენებისთვის საჭირო რაოდენობით [7,8] (იხ. ცხრილი 1).  

ცხრილი 1

შერჩეული წამყვანი მინერალური საქონლის წარმოების მოცულობა მსოფლიოში,

2020-2021 წწ. (1000 მეტრულიტონა) [7, 8,9] 

მინერალურიპროდუქცია

რკინის მადანი

კალიუმი

სპილენძი

სილიციუმი

ტყვია

ნიკელი

იშვიათი მიწები

ლითიუმი

ვერცხლი

ოქრო

პლატინა

მოცულობითიმაჩვენებლები, 1000 მეტრულიტონ

2 400 000

43 000

20 000

8 000

4 400

2 500

240

82

25

3.2

0.17

2 600 000

46 000

21 000

8 500

4 300

2 700

280

100

24

3.0

0.18

გლობალური წამყვანი სამთო ქვეყნებიდან 2018 წელს მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა მინერალების წარმოების ღირებულებით იყო ჩინეთი, სადაც დაახლოებით 184 მლრდ აშშ $-ის ღირებულების ლითონი, მინერალი და ქვანახშირი იქნა წარმოებული. აშშ იყო მესამე ადგილზე იმავე წელს მინერალური წარმოების ღირებულებით –  თითქმის 93 მლრდ აშშ $ (იხ. ნახ. 2).  [10]

ნახ. 2. მსოფლიოს წამყვანი სამთო ქვეყნები

მინერალების წარმოების ღირებულების მიხედვით, მლრდაშშ $,  2018 წელი [11]  

ცხადია, ბუნებრივი მ. შ. მინერალური რესურსები ღირებულია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ისინი გვხვდება, რადგან ისინი მოიპოვება საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის, ხოლო სამთო მოპოვება არის ძირითადი ინდუსტრია მრავალი ქვეყნისთვის, რომელთა შორის არიან რუსეთი, აშშ, საუდის არაბეთი, კანადა, ირანი, ჩინეთი, ბრაზილია, ავსტრალია, ერაყი, ვენესუელა, ინდოეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სხვ.  (იხ. ცხრილი 2). 

ცხრილი 2

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ბუნებრივი რესურსების

ღირებულების მიხედვით 2021 წელი [12, 13]

ქვეყნები

ბუნებრივი. . მინერალურირესურსები

ღირებულება, ტრლნაშშ $  

რუსეთი

ნახშირი, ბუნებრივი გაზი, ნავთობი, ოქრო, ხეტყე, იშვიათი ლითონები

75

აშშ

ნახშირი, ხეტყე, ბუნებრივი გაზი, ნავთობი, ოქრო, სპილენძი

45

საუდის არაბეთი

ნავთობი, ხეტყე

34.4

კანადა

ნავთობი, ურანი, ბუნებრივი გაზი,  ფოსფორი

33.2

ირანი

ნავთობი,  ბუნებრივი გაზი

27.3

ჩინეთი

ნახშირი, იშვიათი ლითონები, ხეტყე

23

ბრაზილია

ოქრო, ურანი, რკინა, ნავთობი

21.8

ავსტრალია

ნახშირი, ხეტყე, სპილენძი, რკინა, ოქრო, ურანი

19.9

კონგო

კოლტანი (ნიობიუმი და ტანტალი), კობალტი, სპილენძი, ალმასი, ოქრო, ტანტალი, კალა, ლითიუმი

24 <

ერაყი

ნავთობი, ფოსფორი, გოგირდი, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, მარილი, თიხა, კირქვა, ქრომი, რკინა, ტყვია-თუთია, სპილენძი, ნიკელი

15.9

ვენესუელა

რკინა, ბუნებრივი გაზი, ნავთობი

14.3

ინდოეთი

ნახშირი, ბოქსიტი, ქრომი, ალმასები, კირქვა, ბუნებრივი გაზი, ტიტანი   

0.11

2021 წლის მონაცემებით, რუსეთის სავარაუდო მთლიანი ბუნებრივი რესურსების ღირებულება 75 ტრლნ $-ს შეადგენს. ქვეყანას აქვს მსოფლიოში უდიდესი სამთო ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებს, სამრეწველო მინერალებს და ლითონებს. რუსეთი არის ალუმინის, დარიშხანის, ცემენტის, სპილენძის, მაგნიუმის ლითონის და ისეთი ნაერთების წამყვანი მწარმოებელი, როგორიცაა აზოტი, პალადიუმი, სილიციუმი, ვანადიუმი და დედამიწის იშვიათი  მინერალების სიდიდით მეორე ექსპორტიორია;

სამთო მოპოვება აშშ-ის ერთ-ერთი ძირითადი ინდუსტრიაა. 2021 წლისათვის აშშ-ის ბუნებრივი რესურსების ღირებულება შეფასებულია 45 ტრლნ $-ად, რომელთა თითქმის 90 % არის ხეტყე და ქვანახშირი, ხოლო 2015 წლის მონაცემებით, ლითონებისა და ქვანახშირის მთლიანი მარაგი ქვეყანაში შეფასდა 109,6 მლრდ $-ად. აშშ არის ქვანახშირის წამყვანი მწარმოებელი, მას უკავია ქვანახშირის გლობალური მარაგების 30 %-ზე მეტი და აქვს დიდი რაოდენობით ხეტყის რესურსი, სხვა რესურსები მოიცავს სპილენძის, ოქროს, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვან საბადოებს;

საუდის არაბეთი არის პატარა ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და ოდნავ აღემატება მექსიკას. საუდის არაბეთს აქვს დაახლოებით 34,4 ტრლნ $-ის ბუნებრივი რესურსები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობი. ქვეყანა გახდა წამყვანი ექს-პორტიორი მას შემდეგ, რაც 1938 წელს   აღმოაჩინეს ნავთობი, რომელიც მსოფლიო მარაგის 22,4 %-ია, მისი ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე. მას ასევე აქვს სიდიდით მეოთხე უდიდესი ბუნებრივი გაზის მარაგი. საუდის არაბეთის სხვა ბუნებრივი რესურსებია სპილენძი, მინდვრის შპატი, ფოსფატი, ვერცხლი, გოგირდი, ვოლფრამი და თუთია;

კანადას აქვს დაახლოებით 33,2 ტრლნ $-ის ბუნებრივი რესურსები და მესამე ქვეყანაა ვენესუელასა და საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის უდიდესი საბადოების მიხედვით. მინერალურ-სანედლეულო საქონელი, რომელსაც ქვეყანა ფლობს, მოიცავს სამრეწველო რესურსებს, როგორიცაა თაბაშირი, კირქვა, ქვის მარილი და კალიუმი, ასევე ენერგეტიკულ რესურსებს – ქვანახშირსა და ურანს. ლითონებიდან კანადაში არის სპილენძი, ტყვია, ნიკელი, თუთია და ძვირფასი ლითონები – ოქრო, პლატინა და ვერცხლი. კანადა არის ბუნებრივი გაზისა და ფოსფატის წამყვანი მიმწოდებელი და არის მერქნის სიდიდით მესამე ექსპორტიორი;

ჩინეთის ბუნებრივი რესურსები შეფასებულია 23 ტრლნ $-ით, სადაც რესურსების 90 %-ს ნახშირი და იშვიათი დედამიმიწის ლითონები შეადგენს, თუმცა ჩინეთის  მთავარ ბუნებრივ რესურსს შეადგენს ხეტყე. სხვა რესურსები, რომლებსაც ჩინეთი აწარმოებს, არის ანთიმონი (სტიბიუმი), ქვანახშირი, ოქრო, გრაფიტი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, კალა, ვოლფრამი, ვანადიუმი და თუთია. ჩინეთი ბოქსიტის, კობალტის, სპილენძის, მანგანუმისა და ვერცხლის სიდიდით მეორე მწარმოებელია მსოფლიოში. ასევე, ქვეყანა არის, ქრომისა და ძვირფასი ბრილიანტის მწარმოებელი;

ბრაზილია ფლობს 21,8 ტრლნ $-ის ბუნებრივ რესურსებს, მ. შ. აღსანიშნავია ოქრო, რკინა, ნავთობი და ურანი. სამთო მრეწველობა ფოკუსირებულია ბოქსიტის, სპილენძის, ოქროს, რკინისა და კალას წარმოებაზე. ბრაზილიას აქვს მსოფლიოში უდიდესი ოქროსა და ურანის საბადოები და სიდიდით ნავთობის მეორე მწარმოებელია. თუმცა, ხე-ტყე არის ქვეყნის ყველაზე ღირებული ბუნებრივი რესურსი, რომელიც შეადგენს მსოფლიოს ხე-ტყის მარაგების 12.3 %-ს;

ავსტრალიის ბუნებრივი რესურსების ღირებულება 19,9 ტრლნ აშშ $-ს შეადგენს. ავსტრალია, რომელიც შეერთებული შტატების ზომის დაახლოებით 80 %-ია, ცნობილია ქვანახშირის, ხეტყის, სპილენძის, რკინის მადნის, ნიკელის, ნავთობის ფიქლისა და იშვიათი დედამიწის ლითონების დიდი მარაგებით. ავსტრალია ასევე ერთ-ერთი ლიდერია ურანისა და ოქროს მოპოვებაში. ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს მარაგი, რომელიც ამარაგებს მსოფლიო ოქროს მოთხოვნის 14 %-ს და ურანის მსოფლიო მოთხოვნის 46 %-ს, ასევე, ქვეყანა არის ოპალისა და ალუმინის მთავარი მწარმოებელი;

სამთო წარმოება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (DRG) ძირითადი ინდუსტრიაა. 2009 წელს DRG-ს ჰქონდა 24 მლნ-ზე მეტი ღირებულების მინერალური რესურსების საბადოები, მათ შორის კოლტანის (ნიობიუმისა და ტანტალის) მნიშვნელოვანი მარაგი, რომლებიც გამოიყენება მობილური ტელეფონებისთვის, პერსონალური კომპიუტერებისთვის, საავტომობილო ელექტრონიკისთვის და კამერებისთვის, და დიდი რაოდენობით კობალტი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, DRG-ს  აქვს ასევე  სპილენძის, ალმასის, ოქროს, ტანტალისა და კალის დიდი მარაგი, 3 მლნ ტ-ზე მეტ ლითიუმთან ერთად. უახლესი მონაცემებით, 2011 წელს DRG-ში 25-ზე მეტი საერთაშორისო სამთო კომპანია ფუნქციონირებდა;

ერაყის ბუნებრივი რესურსების ღირებულებამ 2021 წლისათვის 15,9 ტრლნ $ შეადგინა. ქვეყნის ძირითადი მინერალური რესურსებია ნავთობი და გაზი, რომლის საბადოები გადაჭიმულია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მესოპოტამიის წინაპირის გასწვრივ და მიეკუთვნება სპარსეთის ყურის ნავთობისა და გაზის აუზს. სირიის უდაბნოში არის ინდუსტრიულად მნიშვნელოვანი ფოსფორის საბადოები, რომლებიც მიეკუთვნება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ფოსფორის შემცველ აუზს. ქვეყანაში ასევე, არის გოგირდის, თაბაშირის, ტალკის, აზბესტის, მარილის, თიხის, კირქვის, ქრომის, რკინის, ტყვია-თუთიის, სპილენძის, ნიკელისა და სხვა მინერალების საბადოები;

ვენესუელას აქვს დაახლოებით 14,3 ტრლნ $-ის ბუნებრივი რესურსი და არის ბოქსიტის, ქვანახშირის, ოქროს, რკინის მადნისა და ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი. ქვეყნის ნავთობის მარაგი უფრო დიდია, ვიდრე აშშ-ის, კანადისა და მექსიკის რეზერვები ერთად. ვენესუელა ნახშირის სიდიდით მესამე მწარმოებელია ბრაზილიისა და კოლუმბიის შემდეგ. მას ასევე აქვს ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მარაგები, რაც შეადგენს გლობალური მიწოდების 2,7 %-ს. ვენესუელას ასევე აქვს ოქროს საბადოების სიდიდით მეორე მარაგი;

ინდოეთის სამთო სექტორის წვლილი ქვეყნის ინდუსტრიული მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) 11 %-ს და მთლიანი შიგა პროდუქტის 2,5 %-ს შეადგენს. სამთო და ლითონის მრეწველობა 2010 წელს შეფასდა 106,4 მლრდ $-ზე მეტი ღირებულებით. ქვეყანა ნახშირის მარაგის სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში. ინდოეთის სხვა ბუნებრივი რესურსებია ბოქსიტი, ქრომიტი, ბრილიანტი, კირქვა, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ტიტანი. ინდოეთი უზრუნველყოფს გლობალური თორიუმის 12 %-ზე მეტს, გლობალური ქარსის წარმოების 60 %-ზე მეტს და არის მანგანუმის მადნის წამყვანი მწარმოებელი. [12, 13]

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ყველგან მსოფლიოში და ყველა სახის წიაღისეულთან მიმართებით არსებობს ტენდენცია ე. წ. მდიდარი საბადოების მარაგების რეზერვების ამოწურვის თვალსაზრისით, ნაცვლად იმისა, რომ ექსპლუატაციაში შესულიყო შედარებით ღარიბი და რთულად გასამდიდრებელი რესურსების საბადოები. აქედან გამომდინარე, იზრდება რთულად ამოსაღები ნავთობის რეზერვების წილი (რუსეთში 65 %) და დაბალი ნარჩენების მქონე წყალსაცავებისა და ქვანახშირის სეგმენტებში ბუნებრივი გაზის წილი (აშშ-ში − 40 %). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ადრე ცნობილი საბადოებისა და მარაგების არატრადიციული ტიპები, რომელთა ათვისებაც ადრე იყო არარენტაბელური, დღესდღეობით  უფრო პოპულარული ხდება [14].

როგორც ცნობილია, თანამედროვე სამთო ინდუსტრიის მიზანია მოიპოვოს მრავალ-ფეროვანი მინერალური რესურსები, რომლებიც გამოიყენება ადამიანების სხვადასხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაწყებული ენერგიის, სამშენებლო, ქიმიური, ფარმაცევტული, ელექტრონიკური, ავტომობილების, პროდუქციის წარმოების და კოსმოსური ხომალდების მშენებლობითაც კი. გლობალური მასშტაბით მინერალური რესურსების მოპოვება კვლავ იზრდება, როგორც ეს ნაჩვენებია მე-3 ნახაზზე. [15]

 

ნახ. 3. გლობალური რესურსები სმოპოვების პროგნოზი 2010-2030 წწ. [12]   

სამთო მოპოვება არის ერთ-ერთი იმ მცირე ინდუსტრიებიდან, რომელიც გამოვიდა COVID-19-ის გლობალური პანდემიის ყველაზე უარესი ეკონომიკური კრიზისიდან შესანიშნავი ფინანსური და ოპერატიული ფორმით. (იხ. ცხრილი 3) სინამდვილეში, 2020-2021 წლები არ იყო ცუდი სამთო ინდუსტრიისათვის და მოსალოდნელია, რომ ყველაფერი კიდევ უკეთესი გახდება მომავალ წლებში მსოფლიოს უდიდესი სამთო კომპანიებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია დაბალ, ნახშირბადის შემცველ მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პერსპექტივა.

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG/Environmental, Social, Governance) საკითხების ორგანიზაციული სტრატეგიის ბირთვად გადაქცევა სამთო ინდუსტრიას აძლევს დამაჯერებელ მდგომარეობას ნდობის დასამყარებლად, ზრდისა და მდგრადი შედეგების მისაღებად, რისი დადასტურებაც არის მე-3 ცხრილში მოცემული  მსოფლიოს 40 უმსხვილესი სამთომომპოვებელი კომპანიის შემოსავლის ანგარიშგების მაჩვენებლები 2019-2021 წლების მიხედვით.

2020-2021 წლების რეკორდული მომგებიანობისა და შემოსავლიანი წლის შემდეგ, სამთო ინდუსტრიის მონაწილეების პერსპექტივა პოზიტიური რჩება მომავალი წლებისთვის. სავარაუდოდ, მინერალებისა და ლითონის გლობალური წარმოება მომავალ წლებში გაიზრდება და კაპიტალური ხარჯები კვლავ აღდგენის ტენდენციაში დარჩება.

2020 წელს მსოფლიოს ტოპ 40 სამთო კომპანიის შემოსავალი 545 მლრდ აშშ $ (ვაჭრობის გამოკლებით) იყო, რაც 4 %-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. [10] აქ აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ოქროსა და რკინის მადნის უფრო მაღალი ფასები და ოქროსა და სპილენძის წარმოების ზომიერი ზრდა შემოსავლების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო.

2021 წლისთვის შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში ტოპ სამთო კომპანიებიდან კომპანია ,,Glencore“ დასახელდა  ნომერ პირველ სამთო კომპანიად, რომლის წლიურმა შემოსავალმა 2020 წელს დაახლოებით 142 მლრდ აშშ $ შეადგინა. მეორე ადგილზე იყო კომპანია ,,BHP4, რომლის შემოსავალი აღდგა 2019 წელს 2016-2017 წლებში შემოსავლების შემცირების შემდეგ და 2004-2014 წლებში შემოსავალი გაორმაგდა, სახელდობრ, გაიზარდა 24,9 მლრდ-დან 52,1  მლრდ აშშ $-მდე, თუმცა 2020 წელს შემცირდა 42,9 მლრდ აშშ $-მდე. [16, 17, 18].   

ცხრილი 3

მსოფლიოს 40 უმსხვილესი სამთო მომპოვებელი კომპანიის შემოსავლის

ანგარიშგების მაჩვენებლები, 2019-2021 წწ. [16]

მაჩვენებლები

 

წლები, მლრდ $

ცვლილება %

2021

(საპროგნოზ)

2020

2019

2020 წელი 2021 წელთან

2019 წელი    2020 წელთან

შემოსავალი (გარდა სავაჭრო შემოსავლისა)

700

545

525

29

4

სავაჭრო შემოსავალი

126

112

167

13

-33

საოპერაციო ხარჯების გარდა

583

482

(524)

21

-8

EBITDA

243

174

168

40

3

ცვეთა და ამორტიზაცია

52

50

50

3

0

გაუფასურების შეცვლა (ხარჯი)

11

11

14

3

-22

წმინდა ფინანსური ხარჯები

8

10

14

-23

-27

მოგება დაბეგვრამდე

172

103

89

68

15

საშემოსავლო გადასახადის ხარჯი

54

32

29

67

12

წმინდა მოგება

118

70

61

68

15

მომგებიანობის ზომები, %

 

 

EBITDA მარჟა

29

26

24

 

 

წმინდა მოგების მარჟა

14

11

9

მომგებიანობის კოეფიციენტი (ROCE)

17

11

11

უკუგება კაპიტალზე

20

12

11

აღსანიშნავია, რომ ლონდონში განთავსებული მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამთო კომპანიების, მ. შ. ,,BHP“ და ,,ღიო თინტო გროუპ“-ის ძირითადი საქმიანობა ფოკუსირებულია ლითონების მოპოვებასა და სამთო ოპერაციებზე, კერძოდ, კომპანია ,,ღიო თინტო“ ძირითადად აწარმოებს ალუმინს, რკინის მადანს, სპილენძს, ურანს, ქვანახშირს და ალმასს. ქვანახშირი და არალითონური მინერალების წარმოება დომინირებს აშშ-ის სამთო მრეწვე-ლობაში, ხოლო ჩინეთი აკონტროლებს მსოფლიოს იშვიათი მინერალების უმეტესობას. ნავთობისა და გაზის მოპოვება რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტო-რად სამთო ოპერაციებში, თუმცა ნავთობი და გაზი ხშირად განიხილება, როგორც ცალკე ინდუსტრია. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, კომპანიები ,,BHP“, ,,Rio Tinto“ და ,, Anglo American“ იყო მსოფლიოს სამი წამყვანი სამთო კომპანია  საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. კომპანია ,,China Shenhua Energy“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამთო კორპორაცია მსოფლიოში, რომლის არეალში მოქცეულია ზოგიერთი ქვანახშირის მაღარო, სარკინიგზო ქსელი, რომელიც გამოიყენება ნახშირის ტრანსპორტირებისთვის და ელექტროსადგურები ელექტროენერგიის გამომუშავებისა და რეალიზაციისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ოქროს მომპოვებელი კომპანიის სათავო ოფისი კანადაშია, მ. შ. ,,Barrick Gold“ და ,,Agnico Eagle Mines“, ორივე მათგანი დაფუძნებულია კანადაში და ორივე მსოფლიოში უმსხვილესი სამთო კომპანიაა, თუმცა ოქროს მწარმოებელი კომპანიებიც სამხრეთ აფრიკიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან ასევე არიან ოქროს წარმოების გლობალურ ლიდერებს შორის (იხ. ცხრილი 4) [16, 17, 18, 19].

ცხრილი 4

წამყვანი სამთო კომპანიების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით,

2021 .  (მლრდ აშშ $) [16, 17, 18, 19]

კომპანია

ქვეყანა

შემოსავალი

კომპანია

ქვეყანა

კაპიტალი-ზაცია

Glencore

gaerTianebuli samefo

142.36

BHP

ავსტრალია-

გაერთიანებული სამეფო

180.45

BHP

ავსტრალია-

გაერთიანებული სამეფო

46.28

Rio Tinto

ავსტრალია-

გაერთიანებული სამეფო

146.75

Rio Tinto

ავსტრალია-

გაერთიანებული სამეფო

44.62

Anglo American

გაერთიანებული სამეფო

63.37

China Shenchua Energy

ჩინეთი

38.81

Glencore

გაერთიანებული სამეფო

61.08

Yanzhou Coal Mining

ჩინეთი

31.13

Newmont Corporation

aSS

59.29

Anglo American

გაერთიანებული სამეფო

30.91

China Shenhua Energy

ჩინეთი

59.26

Zijin Mining Group

ჩინეთი

28.41

Barrick Gold

კანადა

44.94

China Coal Energy

ჩინეთი

24.52

Zijin Mining Group

ჩინეთი

44.21

China Molybdenum

ჩინეთი

20.28

Anglo American Platinium

სამხრეთ აფრიკა

33.88

Shaanxi Coal Industry

ჩინეთი

17.82

Franco-Nevada

კანადა

29.25

Barrick Gold

კანადა

12.83

Polyus

რუსეთი

44.94

Coal India

ინდოეთი

12.39

Antofagasta

გაერთიანებული სამეფო

23.66

აღსანიშნავია, რომ სასაქონლო პროდუქციის არასტაბილური ფასები გავლენას ახდენს სამთო მრეწველობის მომგებიანობაზე. მცირე კომპანიები და კერძო პირები, როგორც წესი, ჩართულნი არიან ინდუსტრიის საძიებო ოპერაციებში, ხოლო მსხვილი კომპანიები, როგორიცაა მსოფლიო ტოპ სამთო კომპანიები, ფოკუსირებას ახდენენ სამთო წარმოებასა და ოპერაციებზე, რათა გამოიმუშაონ შესაბამისი მოგება.

როგორც მე-3 ნახაზიდან ჩანს, 2011 წელს სამთო ინდუსტრიის 40 წამყვანი კომპანიის წმინდა მოგების მარჟა დაახლოებით 24 % იყო, ხოლო ცხრა წლის შემდეგ, 2020 წელს, წმინდა მოგების ზღვარი 11 %-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამთო ტოპ 40 კომპანიამ შეინარჩუნა 11 ცენტი მოგება ყოველი აშშ $-დან.

მსოფლიოს ტოპ 40 მაინინგ კომპანიის საშუალო წმინდა მოგების ზღვარი 2014 წელს დაახლოებით 7 %-ს შეადგენდა, მაგრამ 2015 წელს უარყოფით   –7 %-მდე შემცირდა, შემდეგ კი 2020 წელს დაბრუნდა 11 %-მდე, თუმცა ეს მაჩვენებლები მკაფიო კლებაა წინა 2004-2012 წლებთან შედარებით.

მთლიანობაში  2020 წელს სამთო ტოპ 40 კომპანიამ მიიღო დაახლოებით 70 მლრდ აშშ $ წმინდა მოგება, ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანია იყო ავსტრიულ-ბრიტანული სამთო გიგანტი ,,BHP Billiton“.

გლობალურმა ტოპ 40-მა სამთო კომპანიამ, რომლებიც წარმოადგენენ ინდუსტრიის აბსოლუტურ უმრავლესობას, 2020 წელს გამოიმუშავეს ნახევარ ტრლნ აშშ $-ზე მეტი შემოსავალი. რაოდენობის თვალსაზრისით, ეს კომპანიები ყველაზე მეტად აწარმოებენ ნახშირს (თერმული და მეტალურგიული ნახშირის ჩათვლით), რკინის მადანს და ბოქსიტს [16, 17, 18].

 

ნახ. 3. მსოფლიოში საუკეთესო სამთო კომპანიების წმინდა მოგების მარჟა, %

2002−2020 წწ. [19]      

ამრიგად, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სამთო მრეწველობა გარკვეულწილად მყარად ინარჩუნებს მდგრადობას COVID-19-ის გავლენის კონტექსტში გლობალურ ეკონომიკასა და წარმოებაზე, რამდენადაც სამთო კომპანიები ფინანსურად შედარებით ძლიერია და მათი უმეტესობა მეტ-ნაკლები სტაბილურობით განაგრძობს მუშაობას, თუმცა გაზრდილია სიფრთხილისა და პროფილაქტიკური კონტროლის დონე. ამასთან, ჯერ კიდევ უცნობია პანდემიის გრძელვადიანი შედეგები. ცხადია, ასეთ პირობებში, ტოპ-40 სამთო კომპანიამ უნდა ისარგებლოს არსებული ფინანსური სტაბილურობით და გადახედოს თავის სტრატეგიას, რაც მომავალში გაზრდის ბიზნესის სტაბილურობას.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მინერალური ნედლეულის პოლიტიკა შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგ ძირითად მოდელებში:

• საექსპორტო მოდელი (,,ნედლეული დანამატები“), რომლის საშუალებითაც მიიღწევა ,,ცხოვრების“ მაღალი სტანდარტი  შედარებით მოკლე ისტორიულ პერიოდში ,,რენტის“ პრინციპზე;

• საიმპორტო მოდელი, რომელიც იქმნება მინერალური რესურსების ბაზის სიმწირედან, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებსა და იაპონიაში ან პოლიტიკურად გამოცხადებული პირობებისას, როგორც აშშ-ში;

• თვითუზრუნველყოფის მოდელი, რომელიც პოლიტიკურად შეფასებულია როგორც ,,იზოლაციონისტური“ და რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთა მინერალური და ნედლეულის პოტენციალი საკმაოდ დიდია და შეიცავს მინერალური რესურსების ფართო სპექტრს.

ამჟამად, არცერთი ეს მოდელი არ ხორციელდება სუფთა ფორმით; ისინი ცალკეული ქვეყნების მინერალურ-სანედლეულო პოლიტიკის დომინანტური მიმართულებით გამოდიან. საერთო ჯამში, კომბინირებული მოდელი ყოველთვის სასურველია, ვინაიდან მას ახასიათებს ბევრად უფრო მეტი მოქნილობა და სტაბილურობა ეროვნული მინერალურ-სანედლეულო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  [14].

სამთო მომპოვებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კრიზისის დაძლევა,  განვითარების პროცესის დაჩქარება და არსებულ სიტუაციაში ადაპტირება ზოგიერთ ნედლეულზე შენარჩუნებული ლოგიკური, თუმცა შედარებით დაბალი ფასების პირობებში. ვითარებას ართულებს, ასევე, რიგი გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც სამთო მრეწველობის დარგის წინაშე დგას, დაწყებული მადნის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის შემცირებით, დაფინანსების სიმცირითა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან მოთხოვნის ზრდით   დამთავრებული.   ამასთანავე, მომპოვებელ კომპანიებს უწევთ მუდმივად მზარდ მოთ­­ხოვ­ნებთან გამკლავება, როგორიცაა: ინოვაციების საჭიროება, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ცვლილებები და ფიზიკურ და საინფორმაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა, პროექტის კომპეტენციის მექანიზმი, მწვანე ეკონომიკის გარდამავალი მიდგომა, საჯარო ინფორმაციის პოლიტიკა, შესყიდვების პოლიტიკა და წესები, რისკის პოლიტიკის მთლიანობა, ეკონომიკის ინკლუზიური სტრატეგია, მომხმარებელთა დომინალიზაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობა, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და ა.შ. [20, 21]

ამასთან, აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) თანახმად, ნახშირის წილი მსოფლიო მთლიანი ენერგიის მოხმარებაში, სავარაუდოდ, შემცირდება 25 %-დან (2015 წ.) 22 %-მდე (2040 წ.); ასევე, საგულისხმოა, რომ განახლებადი ენერგია ყველაზე სწრაფად მზარდია და მათი მოხმარება იზრდება, საშუალოდ წელიწადში 2.3 %-ით (2015-2040 წლების მიხედვით). ცხადია, ასეთ პირობებში ელექტროენერგიის გამომუშავების ალტერნატიულ წყაროებზე მუდმივი გადასვლა შეზღუდავს მინერალური ნედლეულის ბაზარს  [22].

მიმდინარე გლობალური ტენდენციები, როგორიცაა დემოგრაფიული ზრდა, ეკონო-მიკური ძალაუფლების ცვლილება, ტექნოლოგიების განვითარება და კლიმატის ცვლილება, უზარმაზარ ზეწოლას ახდენს რამდენიმე მინერალურ რესურსზე მოთხოვნისა და ფასების თვალსაზრისით. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ლითიუმი, იშვიათი მიწები, კობალტი, პლატინის ჯგუფის ლითონები, იდენტიფიცირებულია, როგორც სტრატეგიული წიაღისეული, ვინაიდან მათი გამოყენების მიზნობრიობა განსაზღვრულია სამხედრო, სამრეწველო და აუცილებელი სამოქალაქო მოთხოვნილებების გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა ჯერჯერობით არ არის დაძიებული ან წარმოებული საკმარისი რაოდენობით და/ან ხარისხით.

დღესდღეობით, სტრატეგიული წიაღისეულის მიწოდება განიცდის ე. წ. ზეწოლას ამ მოთხოვნილების შესანარჩუნებლად, რადგან მინერალური რესურსების დეფიციტის მიმართ შიში და დინამიკური წონასწორობის კომპლექსური ფენომენი, რომელიც მუდმივად ადაპტირდება, ყოველთვის არსებობს ეკონომიკური, ფიზიკური და გეოპოლიტიკური გან-ზომილებების გამო. სწორედ ეს არის დისბალანსი მზარდ მოთხოვნასა და შეზღუდულ მიწოდებას შორის, რაც წარმოადგენს ძირითად გამოწვევას წიაღისეულის უსაფრთხო-ებისთვის, რომელიც მოსალოდნელია მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მინერალური რესურსების სექტორი უნდა იქნეს გაგებული, როგორც სტრა-ტეგიული სისტემა. ცხადია, გლობალურმა მცდელობებმა COVID-19-ის პანდემიასთან საბ-რძოლველად შეაფერხა სამთო მრეწველობის უმეტესი ასპექტები 2020 წლის პირველ ნა-ხევარში, თუმცა სექტორის სწრაფმა აღმავლობამ მეორე ნახევარში და მზარდმა მოთხოვნამ სამთო საქონელზე უმრავლესობისთვის შექმნა ძლიერი პირობები მწარმოებლებისა და მკვლევრებისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს პირობები შენარჩუნდება 2022 წლამდე და ზოგიერთ შემთხვევაში მის შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ ლითონების ფასები 2022 წელს რამდენადმე ჩამოიწევს მათი ამჟამინდელი მაჩვენებლებიდან, საშუალოვადიანი მიწოდების შეზღუდვები საფუძველს უქმნის ისტორიულად საშუალოზე მაღალ ფასებს 2025 წლამდე, რაც ძირითადად გამოწვეულია გლობალური ენერგეტიკული ტრანსმისიის დაჩქარებაში გამოყენებულ მასალებზე მოთხოვნის გაზრდით  [23, 24] (იხ. ცხრილი 5).

თანამედროვე სამთო საქმიანობა, როგორც წესი, უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და ასევე, მეტ-ნაკლებ დისკომფორტს უქმნის სამთო ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, ამიტომ დარგს უნდა ჰქონდეს საზოგადოების აღიარება მისი საქმიანობის მიმართ, სადაც გარემოზე რეალური ზრუნვა უნდა გახდეს მინერალური რესურსების მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ცხრილი 5

ზოგიერთი სამთო პროდუქციის ფასების პროგნოზი  [24]

მაჩვენებლები, საქონელი

(USD ტონაზე)

წლები

2021

2022

2023

2024

2025

გრძელი ვადა

ძველი

ახალი

ძველი

ახალი

ძველი

ახალი

ძველი

ახალი

ძველი

ახალი

ძველი

ახალი

სპილენძი

(LME spot)

9000

9250

7500

8500

6700

8000

6700

7500

6700

7500

6700

6700

რკინის მადანი (ჩინეთის იმპორტის რკინის მადნის ნაცერი 62 %, CFR)

160

160

100

90

80

85

70

75

70

70

70

70

მყარი კოქსის ნახშირი (ავსტრალიის პრემიუმ spot, FOB)

130

215

135

160

140

140

140

140

140

140

140

140

ალუმინი

(LME spot)

2200

2450

2000

2500

1900

2500

1900

2500

1900

2250

1900

2000

თუთია

 (LME spot)

2800

2900

2400

2900

2100

2500

2100

2200

2100

2200

2100

2100

ოქრო (USD/oz)

1700

1800

1500

1600

1200

1400

1200

1300

1200

1300

1200

1300

თერმული ნახშირი (ავსტრალიის ნიუკასლი 6000 კკალ/კგ, FOB)

115

133

87

95

72

72

66

66

63

63

63

63

თერმული ნახშირი (Qinhuangdao 5,500 კკალ/კგ, FOB)

134

158

102

111

85

85

82

82

78

78

78

78

ნიკელი

(LME spot)

16500

18250

15000

16000

14000

14000

14000

14000

15000

15000

15000

15000

XXI საუკუნეში სამთო მოპოვებამ მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვისას, უნდა უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, ამიტომ უსაფრთხოების პრობლემა, მისი სირთულიდან გამომდინარე, ასევე, წარმოადგენს მთავარ გამოწვევას სამთო ინდუსტრიისათვის. ამ თვალსაზრისით, რიგი ფაქტორების ერთობლიობა ხაზს უსვამს ცვლილებების საჭიროებას. რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციის მთავარი და ყველაზე ეფექტური მამოძრავებელი ძალა და შესაძლებლობა, ასევე, მოიცავს COVID-19 გლობალური პანდემიის გავლენას სამუშაო გარემოზე, სუფთა ენერგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლას და გარემოსდაცვითი, სოციალური და სამთავრობო (ESG/ Environmental, social, governance ფაქტორების ინტეგრირების მზარდ საჭიროებას კომპანიების ძირითად საქმიანობაში. ამასთან, მზარდი სოციალური მოლოდინები სამთო ინდუსტრიის მიმართ, რომელიც იცავს გარემოს, ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას და ეთიკურად იქცევა, აყალიბებს ინდუსტრიის მომავალს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ინვესტორების, ადგილობრივი თემების, ეროვნული მთავრობების, მომხმარებლებისა და სექტორის საკუთარი პერსონალის მოთხოვნამ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. საერთაშორისო ინვესტორები ასევე სულ უფრო მეტად ღებულობენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სამთო კომპანიების EშG-ის შესრულებაზე, სადაც არ უნდა მუშაობდნენ ისინი  [25].

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არასტაბილურობა გახდა სამთო სექტორისთვის მუდმივი სიმტკიცის შემაფერხებელი ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა დაინტერე-სებული მხარეების მოთხოვნები, ნიჭის დეფიციტი, შელახული რეპუტაცია, განვითარებადი საფრთხის ლანდშაფტი და ძირითადი რესურსების (ენერგია და წყალი) ხელმისაწვდომობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კაპიტალზე წვდომა ახალი პროექტებისთვის ან გაფართოებისთვის არის გამოწვევა სამთო ინდუსტრიისთვის, რადგან ინვესტორები მიმართავენ იმ სექტორებს, რომლებიც გვთავაზობენ დაბალი რისკის ბიზნესებს და უფრო მაღალ მოკლევადიან ანაზღაურებას. თუმცა ინტელექტუალურ და პასუხისმგებლიან სამთო სექტორში ინვესტიციების ზრდა ასევე, მსოფლიოში წამყვანი დარგის ღირებულების ჯაჭვის ზრდის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ასეთ პირობებში, ბიზნესპროცესების მოდელირებისა და ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამთო კომპანიები იყვნენ უფრო სწრაფი, ეფექტური და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული, საჭიროა დინამიკური ბიზნესგარე­მოსთვის ეფექტიანი განვითარების წამყვანი სტრატეგიები განისაზღვროს იმ მიზნით, რომ მომავალში წარმატების მისაღწევად კომპანიებმა შეიმუშაონ კორპორატიული სტრატეგიები რისკის მართვის მიდგომების ზრდისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამასთან მნიშვნელოვანია, ციფრულ ტრანსფორმაციაში სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, კაპიტალის გაფართოება და გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

ცხადია, მსოფლიოს სჭირდება მინერალები და ლითონები, რათა უზრუნველყოს წრიული ნახშირბადის ეკონომიკა. მინერალები განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების, მწვანე შენობების, ელექტროსატრანსპორტო საშუალებების, მზის პანელების, ქარის ტურბინებისა და ბატარეების სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტებია, რაც მოითხოვს ეკოლოგიურად მგრძნობიარე მასალების დიდ რაოდენობას. ნიშანდობლივია, რომ მომავლის სამთო საწარმო იქნება შედარებით ოპტიმალური, რომელიც გამოიყენებს შედარებით ნაკლებ წყალს და ენერგიას, იქნება ნაკლებად დამაბინძურებელი და უფრო პროდუქტიული, მინერალების უფრო ეფექტურად მოპოვებაში ახალი ტექნოლოგიების მასობრივი გამოყენების გამო, რომელთა შორისაა ციფრული მიღწევები: ხელოვნური ინტელექტი, დიდი მონაცემები და სატელიტური გამოსახულებები, სადაც სამთო კომპანიებში მიმდინარე ინტენსიური პროცესები და ოპერაციები შეიცვლება ავტონომიური მანქანებით და ოპერაციებით, დრონებით და ლაზერზე დაფუძნებული მოპოვებით, უწყლო დამუშავებით და ნარჩენების გადამუშავებით. ცხადია, სამთო ინდუსტრიაში ტექნოლოგიური ცვლილება საჭიროებს პერსონალის შესაბამისი ახალი უნარებით აღჭურვას, ამასთან საგულისხმოა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2025 წლისთვის მანქანები ჩაანაცვლებს 85 მლნ-ზე მეტ სამუშაოს, რომელიც ამჟამად სრულდება ადამიანების მიერ, მაშინ, როდესაც შეიქმნება მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული თითქმის 100 მლნ ახალი სამუშაო ადგილი. ამასთან, ექსპერტების აზრით, უახლოეს მომავალში სამთო სამუშაოების მხოლოდ 10 %-ს შეასრულებენ ადამიანები, ხოლო 90 % იქნება რობოტული პროცესებით შესრულებული. განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო იქნება მონაცემებით მუშაობა: შეგროვება, დაგროვება, ანალიზი და ვიზუალიზაცია. მონაცემთა დახმარებით უზრუნველყოფილი იქნება წარმოების ოპტიმიზაცია, ინფორმაციული უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის განვითარება და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება სამთო წარმოების ბიზნესისთვის და დაეხმარება მას ეფექტურად გაუძლოს მიმდინარე კრიზისებს სამუშაოს ნაწილის დისტანციურ რეჟიმში გადატანით. [27]

ამრიგად, მინერალური რესურსების ბიზნესის ტენდენციებიდან გამომდინარე, მინერალებსა და ლითონებზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაღალი ხარისხის წიაღისეულის მნიშვნელოვანი საბადოების ძიებაში სამთო სექტორი სულ უფრო მეტად უყურებს რეგიონებს, რომლებსაც აქვთ მიმზიდველი რესურსები, რომელთა შორის ახლო აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია და ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკა წარმოადგენს ახალ არეალს უზარმაზარი აუთვისებელი მინერალური რესურსებით.

მსოფლიო მინერალური რესურსების მართვა, პროგნოზირებადი მომავლის მიღმა იძლევა სიღრმისეულ ინფორმაციას მინერალური რესურსების გეოლოგიური სიმწირის შესახებ. გადაუდებელი აუცილებლობაა მინერალური რესურსების მდგრადი უტილიზაცია,  რათა ეს რესურსები საკმარისად ხელმისაწვდომი იყოს მომავალი თაობებისთვისაც. რესურსების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, სულ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. ზოგიერთი ძირითადი მინერალური რესურსი გეოლოგიურად იმდენად მწირია [მაგალითად, ანთიმონი (სტიბიუმი), მოლიბდენი და თუთია], რომ მათი ხელმისაწვდომობა მომავალი თაობებისთვის შეიძლება არა მხოლოდ არსებითად ნაკლები გახდეს, არამედ გაცილებით ნაკლებად ხელმისაწვდომი, ვიდრე ამჟამინდელი თაობისთვის, თუ დროული ზომები არ იქნება მიღებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პოლიტიკის ღონისძიებების ეფექტიანი გატარება, რომელიც მიზნად დაისახავს უმცირესი მინერალური რესურსების ფასების ზრდას, რათა დააჩქაროს ამ რესურსების ჩანაცვლება-გადამუშავება და ხელი შეეწყოს გეოლოგიურად ყველაზე მწირი მინერალური რესურსების შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის. 

დასკვნა

მინერალებისა და ლითონების მოპოვებასა და დამუშავებას ისეთივე გრძელი ისტორია აქვს, როგორიც კაცობრიობის განვითარებას. ამჟამად ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოსახლეობის ზრდა, ურბანიზაცია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მწვანე და დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა, განაპირობებს მინერალებსა და ლითონებზე მოთხოვნას, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და სასურველი სარგებლის მიღწევა საზოგადოებისა და გარემოს საფასურია, ამიტომ სამთო საქმიანობა უნდა იყოს გადაჯაჭვული მდგრადი განვითარების მიზნებთან და უზრუნველყოფდეს, რომ დღევანდელ და მომავალ თაობებს ექნებათ რესურსები ან ალტერნატიული საშუალებები საკვების, წყლისა და ენერგიის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც გულისხმობს, რომ ლითონის გადამუშავება უნდა გაიზარდოს რაციონალურად და ენერგიის ალტერნატიული წყაროები გამოყენებულ უნდა იყოს გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. მინერალური რესურსების ექსპლუატაციის საერთაშორისოდ კოორდინირებულმა მენეჯმენტმა, დღესდღეობით არსებული გამოწვევების (ენერგეტიკული ხარჯების ზრდა, სოციალური და გეოპოლიტიკური რისკები, რესურსებისა და ინფრასტრუქტურის დეფიციტი, რთული მადნის მაღაროების სტრუქტურა, სოციალური კონფლიქტები, ადამიანის უფლებების დარღვევა, გარემოს განადგურება და ეკოსისტემის დაზიანება) პირობებში, რომლებიც განსაკუთრებულ ზეწოლას სამთო მრეწველობაზე, უნდა უზრუნველყოს ღირებულების გააკონტროლება, ეფექტურობის გააუმჯობესება და სამთო სფეროს უსაფრთხოება. არაგანახლებადი მინერალური რესურსების არარაციონალური ათვისების საფრთხის თავიდან ასაცილებლად და გლობალური მასშტაბის მდგრადი განვითარების განსახორციელებლად, სამთო საქმიანობის მომავალი დამოკიდებულია კარგი სამთო პრაქტიკის დაცვაზე, რათა ყველგან შენარჩუნდეს გარემო და ასევე კომპანიების ეფექტიანი სოციალური პასუხისმგებლობით ხელი შეეწყოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, რეგიონებისა და სახელმწიფოთა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://finuni.ru/rol-mineralnyh-resursov-v-mirovoy-ekonomike/
  2. Егорова И. В., Лаптева А.М. Прогноз добычи минерального сырья и обеспеченность мировой экономики его ресурсами. Журнал Руды и металлы № 3/2019, 8 с.
  3. https://e-cis.info/cooperation/2897/78337/
  4. http://www.eolss.net/sample-chapters/c09/e6-65-05-02.pdf
  5. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2300396015300446
  6. https://www2.deloitte.com/au/en/pages/media-releases/articles/tracking-trends-2022-020222.html
  7. https://mining-media.ru/ru/article/newtech/15878-gornaya-promyshlennost-innovatsii-i-ekonomicheskij-rost-opyt-razvivayushchikhsya-stran
  8. https://www.statista.com/statistics/748223/leading-countries-based-on-natural-resource-value/
  9. Production volume of selected leading mineral commodities worldwide in 2020(in 1,000 metric tons)
  10. https://www.statista.com/statistics/1224214/production-volume-leading-mineral-commodities-worldwide/
  11. https://www.statista.com/statistics/1114898/leading-mining-countries-worldwide-based-mineral-production-value/
  12. https://www.investopedia.com/articles/markets-economy/090516/10-countries-most-natural-resources.asp
  13. https://www.aig.org.au/events/mineral-potential-of-iraq/
  14. https://www.cdu.ru/tek_russia/issue/2017/11/444/
  15. https://www.researchgate.net/figure/Global-Resource-Extraction-1980-2030_fig1_227012969
  16. https://www.pwc.com/id/en/energy-utilities-mining/assets/pwc-mine-2021.pdf
  17. https://www.statista.com/statistics/272707/ranking-of-top-10-mining-companies-based-on-revenue/
  18. https://www.statista.com/statistics/272706/top-10-mining-companies-worldwide-based-on-market-value/
  19. https://www.statista.com/statistics/208725/net-profit-margin-of-the-top-mining-companies/
  20. EBRD Extractive Mining Industries Strategy 2018-2022. European Bank for Reconstruction and Development. 2017. 46 p.
  21. Mathias Schluep. Global Raw Materials Policy Context Report, FORAM Consortium, MinPol, EU, 2017, 108 p.
  22. https://www.prnewswire.com/news-releases/global-mining-market-report-2021-301241616.html
  23. https://www.spglobal.com/marketintelligence/en/news-insights/blog/the-big-picture-2022-metals-and-mining-industry-outlook
  24. https://www.fitchratings.com/metals-mining#insights
  25. https://www.futuremineralssummit.com/mining-trends/
  26. https://miningglobal.com/top10/top-trends-and-opportunities-mining-industry-2022
  27. https://www.futuremineralssummit.com/mining-trends/